მენიუ
კალათა

Splendor

Splendor
-22 %
Splendor

სამაგიდო თამაში - სპლენდორი

სპლენდორი სამაგიდო თამაშების კლასიკად წოდებული.
Splendor - არის ჩიპების შეგროვებისა და ქარდების განვითარების თამაში. მოთამაშეები არიან რენესანსის ეპოქის ვაჭრები, რომლებიც ცდილობენ შეიძინონ ძვირფასი ქვები, მანქანები, მაღაზიები და ფუფუნების სხვადასხვა საგნები იმისთვის, რომ დააგროვონ პრესტიჟული ქულები. თუ საკმარისად მდიდარი ხართ, შეიძლება თავადაზნაურის ვიზიტის პატივიც გხვდეთ წილად, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაზრდის თქვენს პრესტიჟს.

როდესაც შენი სვლის ჯერი დგება, შენ შეგიძლია რამდენიმე გზა აირჩიო:
1. დააგროვო ჩიპები;
2. იყიდო და ააშენო ქარდი;
3. დაარეზერვო ქარდი.
თუ გადაწყვეტ, რომ ჩიპების შეგროვება გსურს, შეგიძლია აიღო 3 სხვადასხვა ტიპის ჩიპი, ან 2 ერთნაირი სახეობის ჩიპი.
თუ ქარდის ყიდვა გსურს, მის საფასურს ჩიპებით იხდი და ამის შემდეგ ქარდს ამატებ დაფაზე შენს სათამაშო სივრცეში.
ქარდის დარეზერვების შემთხვევაში რწმუნდები, რომ მომდევნო ჯერზე ამ ქარდს ნამდვილად მიიღებ და ამასთანავე ოპონენტს არ უტოვებ მისი აღების შანსს. ამ დროს ქარდს შენ წინ, სახით ქვევით დებ და ელოდებით მომდევნო სვლას, რომ შეძლო მისი ყიდვა. მართალია მთელი რაუნდის განმავლობაში მოლოდინის რეჟიმში ხარ, თუმცა ამ დროს დამატებით იღებ ჯოკერის ჩიპს, რომელიც შეგიძლია გამოიყენო, როგორც ერთი ნებისმიერი სახის ჩიპი, რომელიც დაგჭირდება მომდევნო შენაძენისთვის.

შენ მიერ შეძენილი ყველა ბარათი ზრდის შენს სიმდიდრეს, ვინაიდან ასე აგროვებ მუდმივ ბონუსებს მომდევნო შენაძენისთვის. ზოგიერთი ქარდი ასევე გაძლევს პრესტიჟულ ქულებს. იმისათვის რომ თამაში მოიგო, შენ უნდა დააგროვოთ 15 პრესტიჟული ქულა მანამ, სანამ ამას შენი მეტოქეები შეძლებენ.


მოთამაშეების რაოდენობა 2-4

თამაშის სავარაუდო ხანგრძლივობა - 30 წუთი

რეკომენდებული ასაკი - 10+

Board Game - Splendor

შეაფასე პროდუქტი

  • მარაგი: მარაგშია
  • მოდელი: A003
შეთავაზება დასრულდება:
დღე
საათი
წუთი
წამი
90.00 ₾
115.00 ₾