მენიუ
კალათა

Dixit!

Dixit!
Dixit!
დიქსითი 2008 წელს გამოჩნდა ასპარეზზე, 2010 წელს სამაგიდო თამაშმა მიიღო Spiel des Jahres პრემია. დიქსით -ში ერთ-ერთი მოთამაშე გვევლინება მოამბედ, ის ათვალიერებს გამოსახულებებს მის ხელში არსებულ 6 ბარათზე და ერთერთ ბარათზე დაყრდნობით ადგენს წინადადებას-ამბავს, რომელსაც ხმამაღლა უზიარებს დანარჩენ მოთამაშეებს ბარათის ჩვენების გარეშე. დანარჩენი მოთამაშეები ირჩევენ თავისი 6 ბარათიდან ერთერთს, რომელიც ყველაზე მეტად ესადაგება მთხობელის მიერ ახსნილს და აძლევენ მას ამ ბარათს ისე, რომ სხვა მოთამაშეებმა ვერ დაინახონ. მთხრობელი ერთმანეთში ურევს თავის ბარათს და იმ ბარათებს, რომლებიც სხვა მოთამაშეებისგან მიიღო. ამის შემდეგ ბარათები ტრიალდება და ყველა მოთამაშე აკეთებს ფსონს იმ ბარათზე, რომელზეც ეჭვი აქვს, რომ ეკუთვნის მთხრობელს. თუ ვერავინ ან ასევე ყველა მოთამაშე გამოიცნობს სწორ ბარათს, მთხრობელი იღებს 0 ქულას, ხოლო დანარჩენი მოთამაშეები იღებენ 2-2 ქულას. სხვა დანარჩენ შემთხვევებში, მთხრობელი და ყველა ის ვინც გამოიცნობს ბარათს მიიღებენ 3-3 ქულას. მოთამაშეები იღებენ დამატებით იმდენ 1 ქულას, რამდენჯერაც დასახელდება მათი ბარათი.
თამაში მთავრდება, როდესაც დასტა დაცარიელდება ან როდესაც ერთ-ერთი მოთამაშე დააგროვებს 30 ქულას. ორივე შემთხვევაში, თამაშს იგებს ის მოთამაშე, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი ქულა.

მოთამაშეების რაოდენობა: 3-6
თამაშის სავარაუდო ხანგრძლივობა: 30 წთ
რეკომენდებული ასაკი: 8+

შეაფასე პროდუქტი

  • მარაგი: მარაგშია
  • მოდელი: A014
115.00 ₾