მენიუ
კალათა

Pandemic

Pandemic
-17 %
Pandemic
სამაგიდო თამაში - პანდემია
მსოფლიოში ერთდროულად რამდენიმე ვირუსული დაავადება გაჩაღდა! მოთამაშეები დაავადების სპეციალისტები არიან, რომელთა მისიაა პანდემიის ცხელი წერტილების მკურნალობა და პარალელურად ოთხივე დაავადებისათვის სამკურნალო საშუალების ძიება მანამ, სანამ სიტუაცია კონტროლიდან გამოვა.
სათამაშო დაფაზე გამოსახულია პოპულაციის რამდენიმე ძირითადი ცენტრი დედამიწაზე. თითოეულ ჯერზე მოთამაშეს შეუძლია გამოიყენოს ოთხამდე მოქმედება: (1)ქალაქებში მოგზაურობისთვის; (2)ინფიცირებული მოსახლეობის მოშუშების, (3)სამკურნალო საშუალებების აღმოჩენის, ან (4)კვლევითი სადგურის ასაშენებლად. კარტის დასტა სთავაზობს მოთამაშეებს ამ შესაძლებლობებს, თუმცა ეს უკანასკნელიც დაინფიცირებულია, ვინაიდან დასტა შეიცავს ზოგიერთ კარტს, რომელიც აძლიერებს პანდემიას და ხელს უწყობს მის მეტად გავრცელებას. ასევე თამაშში არის მეორე, განცალკევებული კალოდა, რომელიც აკონტროლებს პანდემიის ნორმალურ, ზომიერ გავრცელებას.
თითოეული მოთამაშე გუნდში ითავსებს უნიკალურ როლს და თავიანთი ძლიერი მხარეების გათვალისწინებით ხდება შესაბამისი სტარტეგიის შემუშავება დაავადების დასამარცხებლად. მაგალითად, ოპერაციების ექსპერტს შეუძლია შექმნას კვლევითი სადგური, რომელიც საჭიროა დაავადებების სამკურნალო საშუალებების მოსაძიებლად. გარდა ამისა ეს უკანასკნელი მეტი მობილობის საშუალებას იძლევა ქალაქებს შორის. მეცნიერს 5 კარტის ნაცვლად მხოლოდ 4 სჭირდება კონკრეტული დაავადების განკურნებისთვის, თუმცა ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ხოლო დრო არ ითმენს. თუ კონკრეტულ ცხელ წერტილში სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ ერთი, ან რამდენიმე ვირუსი კვლავ გავრცელდა, ან, თუ საკმარისზე მეტი დრო გავიდა, მოთამაშეები კარგავენ ყველაფერს და აგებენ, ხოლო, თუ ისინი ოთხივე დაავადებას დაამარცხებენ, თამაში გამარჯვებით დასრულდება.
მოთამაშეების რაოდენობა: 2-4
თამაშის სავარაუდო ხანგრძლივობა: 45 წთ
რეკომენდებული ასაკი: 8+
Board Game - Pandemic

შეაფასე პროდუქტი

  • მარაგი: მარაგშია
  • მოდელი: A021
შეთავაზება დასრულდება:
დღე
საათი
წუთი
წამი
95.00 ₾
115.00 ₾