სამაგიდო თამაში - გამოძიება - Cluedo
Cluedo - ს ქართული ადაპტაცია
დეტექტიური სტილის თამაში, სადაც მოგიწევთ გამოიყენოთ თქვენი გამჭრიახობა და მოირგოთ დაკვირვებული გამომძიებლის როლი.
9 ოთახიან სახლში ჩადენილია დანაშაული და მისი გამოძიება თქვენ დაგევალათ. სახლში შესვლისთანავე თვალში მოგხვდათ 6 საეჭვო საგანი რომელთა შორისაც ერთი დანაშაულის იარაღია. ცნობებით ირკვევა, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში სახლში იმყოფებოდა 6 ადამიანი, რომლებიც შეყვანილია ეჭვმიტანილთა სიაში. მიზანია გაარკვიოთ: 1.ვინ ჩაიდინა დანაშაული? 2.რომელია დანაშაულის იარაღი? 3.სად მოხდა დანაშაული? გამარჯვებულია ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე სწრაფად შეძლებს ამ კითხვებზე პასუხების დადგენას. ყოველ ახალ თამაშში გამოსაძიებელი გარემოებები განსხვავებულია და მათ გამოსაკვლევად ახალი მეთოდის შემუშავება მოგიწევს.
მოთამაშეების რაოდენობა: 2-4
ასაკი: 8+
- მარაგი: მარაგშია
- მოდელი: B0322