მენიუ
კალათა

საიდუმლო ჰიტლერი - სამაგიდო თამაში

საიდუმლო ჰიტლერი - სამაგიდო თამაში

სამაგიდო თამაში - Secret Hitler

საიდუმლო ჰიტლერი- არის ძალიან დრამატული თამაში პოლიტიკური ინტრიგებითა და ღალატით, რომელიც მიმდინარეობს გერმანიაში, 1930-იან წლებში. თითოეულ მოთამაშეს, შემთხვევით და ფარულად, ენიჭება ლიბერალის ან ფაშისტის წოდება, ხოლო ერთი მოთამაშე არის საიდუმლო ჰიტლერი. ფაშისტები თესავენ უნდობლობას და ამყარებენ თავიანთი ცივსისხლიანი ლიდერის პოზიციებს; ლიბერალებმა უნდა იპოვონ და შეაჩერონ საიდუმლო ჰიტლერი, სანამ ძალიან გვიანი არ იქნება. ლიბერალები ყოველთვის უმრავლესობაში არიან. თამაშის დასაწყისში მოთამაშეები თვალებს ხუჭავენ და ფაშისტები ერთმანეთს ეცნობიან, საიდუმლო ჰიტლერი თვალებს არ ახელს, ​​მაგრამ ცერა თითს სწევს მაღლა, რომ ფაშისტებმა დაინახონ ვინ არის ის. ფაშისტები გაიგებენ, ვინ არის ჰიტლერი, მაგრამ ჰიტლერმა არ იცის ვინ არიან მისი თანამოაზრეები, ხოლო ლიბერალებმა არ იციან ამ ქვეყნად არაფერი.

თითოეულ ტურში მოთამაშეები ირჩევენ პრეზიდენტს და კანცლერს, რომლებიც ერთად იმუშავებენ რათა მიიღონ კანონი შემთხვევითობის პრონციპით დასტიდან. თუ მთავრობა მიიღებს ფაშისტურ კანონს, მოთამაშეებმა უნდა სცადონ გაარკვიონ, უღალატეს მათ, თუ უბრალოდ არ გაუმართლათ. საიდუმლო ჰიტლერი ასევე მოიცავს მთავრობის უფლებამოსილებებს, რომლებიც ფაშიზმის წინსვლასთან ერთად ამოქმედდებიან. ფაშისტები გამოიყენებენ ამ ძალებს ქაოსის შესაქმნელად, თუ ლიბერალები ვერ შეძლებენ ერის ომის ზღვარიდან გადაყვანას.

ლიბერალური გუნდის მიზანია ხუთი ლიბერალური პოლიტიკის გატარება ან საიდუმლო ჰიტლერის მკვლელობა. ფაშისტური გუნდის მიზანია ექვსი ფაშისტური პოლიტიკის გატარება ან საიდუმლო ჰიტლერის კანცლერად არჩევა, სამი ფაშისტური პოლიტიკის გატარების შემდეგ.



მოთამაშეების რაოდენობა: 5-10
თამაშის სავარაუდო ხანგრძლივობა: 45 წუთი
ასაკი: 17+

Board Game - Secret Hitler

შეაფასე პროდუქტი

  • მარაგი: მარაგშია
  • მოდელი: A066
შეთავაზება დასრულდება:
დღე
საათი
წუთი
წამი
98.00 ₾
110.00 ₾