
მოთამაშეები: 2–4 · დრო: ~30 წთ · ასაკი: 10+
Splendor (ახალი გამოცემა) – რენესანსის ეპოქაა და თქვენ ძვირფასი ქვებით მოვაჭრე ვაჭრები ხართ. აგროვეთ ზურმუხტი, საფირონი, ლალი, ბრილიანტი და ონიქსი, ააშენეთ ვაჭრობის იმპერია და მოიპოვეთ დიდებულების კეთილგანწყობა!
▼ ვრცლად: როგორ ითამაშება და რა არის ყუთში
როგორ ითამაშება: თქვენს სვლაზე იღებთ ქვების ჟეტონებს ან ყიდულობთ განვითარების ბარათებს – მაღაროებს, ხომალდებს, სახელოსნოებს. ყოველი ბარათი მუდმივ ბონუსს გაძლევთ, ამიტომ შემდეგი შენაძენი უფრო იაფი ხდება. ვინც პირველი დააგროვებს 15 პრესტიჟის ქულას, ის იგებს. წესებს 5 წუთში ისწავლით, პარტია კი დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდება.
ტიპი: სტრატეგიული ოჯახური თამაში
ენა: ინგლისური
კომპლექტაცია: 90 განვითარების ბარათი, 10 დიდებულის ფილა, 40 ჟეტონი (35 ძვირფასი ქვა და 5 ოქროს ჯოკერი) და წესები
ვისთვისაა: ოჯახებსა და მეგობრებს, ვისაც მსუბუქი, მაგრამ აზარტული სტრატეგია უყვარს. ორნი თამაშიც ისევე კარგად გამოდის, როგორც სამი ან ოთხი – თამაშის მოყვარულთა ნამდვილი კლასიკაა.
ასევე ნახეთ: Splendor (წინა გამოცემა), Splendor Duel, Azul (აზული), Carcassonne (კარკასონი).
- მარაგი: არ არის მარაგში
- მოდელი: B1047