
სამაგიდო თამაში - Cover your Assets
ფსონი
მაღალია!
ჩაერთე
შეჯიბრში და გახდი პირველი მილიონერი კოშკების სეტების აგებით! ამისათვის Cover
Your Assets 10 სხვადასხვა
ვიზუალის ბართებს აერთიანებს (როგორიცაა სამკაულები, ყულაბა, კლასიკური მანქანები
და სხვა).
ყოველი
ახალი ნაკრები, ჯვარედინად იდება წინა ნაკრებზე და იცავს მის ქვეშ არსებულ ყველა სეტს.
დაუცველი ზედა ნაკრებია და მისი მოპარვა მოთამაშეებს შესატყვისი ბარათით ან ვერცხლის/ოქროს
ბარათების შეუძლიათ. ზედა ნაკრების დაცვას შეძლებ, თუ შესატყვისს ბარათს შენც ფლობ.
თუმცა, ამ შემთხვევაში, მოწინააღმდეგეს შეუძლია
დაგიპირისპირდეთ სხვა შესაბამისი
ბარათით. ბრძოლა გრძელდება მანამდე, სანამ რომელიმე მოთამაშეს არ გამოელევა
შესატყვისი ბარათი და არ დანებდება.
თუ მოიგებ, ნაკრებს შეინარჩუნებ, თუ წააგებ ნაკრებს მეტოქე წაიღებს. გამარჯვებულის
მიუხედავად, დაპირისპირებაში გამოყენებული ყველაყველა ბარათი ემატება კომპლექტს, რაც ზრდის მის ღირებულებას და მიმზიდველობას სხვა მოთამაშეებისთვის.
იმისათვის, რომ ნაკრები არ მოიპაროს სხვა მოთამაშემ, საუკეთესო
რამ, რაც შეგიძლია გააკეთო, აქტივების
დაფარვაა, ახალი
წყვილის შექმნით, ან შემდეგი მორიგეობის დროს სხვა მოთამაშის სტეკის ზემოდან ნაკრების
მოპარვით.
რაუნდის ბოლოს ხდება ქულების დათვლა, ბარათების არევა და ახალი
რაუნდი იწყება. იგებს მოთამაშე,
რომელიც პირველი მიაღწევს $1,000,000-ს!
Cover Your Assets არის სწრაფი და მარტივი თამაში, მაგრამ საოცრად სტრატეგიული და მასზე დამოკიდებულს გხდის. შესანიშნავია შერეული ჯგუფებისთვის, რადგან ბავშვებს, მოზარდებს, მშობლებს და ბებია-ბაბუებს შეუძლიათ თამაშის სწავლა წუთებში და საათობით ტკბობა.
მოთამაშეების რაოდენობა: 2 – 6
ასაკი: 7 +
თამაშის ხანგრძლივობა: 20 – 40 წთ
- მარაგი: მარაგშია
- მოდელი: B0217