„ფაზი“ – „ტვინის საჭყლეტი“ სათამაშოების ონლაინ მაღაზია

პანდემიის პერიოდი არა ერთი ბიზნეს იდეის საწყისად იქცა. მათ შორის არის სათამაშოების ონლაინ მაღაზია „ფაზი“, რომელიც სულ რამდენიმე თვეა, შემოუერთდა ქართულ ბიზნეს სამყაროს.

ფაზი“ სათამაშოების ბრენდია, სადაც მომხმარებელს შეუძლია, ონლაინ შეიძინოს ფაზლები (საბავშვო, დიდების და 3D ფაზლები), კონსტრუქტორები, ხის განმავითარებელი სათამაშოები და 60-ზე მეტი დასახელების სამაგიდო თამაში (4+ ასაკიდან უსასრულობამდე). ეს თამაშები, ბავშვებსაც და უფროსებსაც ტვინის ვარჯიშში ეხმარება, ისეთ უნარ-ჩვევებს ავითარებს, როგორებიცაა:

  • შემოქმედებითობა და წარმოსახვა
  • პრობლემისა და თავსატეხის ამოხსნა
  • წვრილმანი მოტორიკა
  • გუნდურად თამაში და მუშაობა
  • ხელისა და თვალის კოორდინაცია
  • ვიზუალურ მეხსიერება და კონცენტრაცია
  • მოთმინების უნარი და თვითშეფასება
  • მათემატიკური ლოგიკა და პრობლემის გადაჭრა
  • სივრცული ორიენტაცია

კომპანიის შექმნის იდეა სახლში ჯდომის სტრესთან გამკლავების სურვილმა განაპირობა. პირველ რიგში, ეს ბავშვებსა და დისტანციურად მომუშავე მშობლების არც თუ მარტივ თანაცხოვრებას უკავშირდებოდა. მოგეხსენებათ, სახლში ჯდომა ყველაზე რთული ბავშვისთვის არის, მშობლისთვის კი არც თუ ისე მარტივია მუშაობასთან ერთად, ბავშვს მუდმივი გასართობი შესთავაზოს, რომელიც, ამავე დროს, მის განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

მოკლედ, კომპანიის შემქმნელებს ბევრი არ უფიქრიათ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო პროდუქტი ან პროდუქტების ნაკრები, რომლებიც დამღლელი დღის შემდეგ, თავის შესაქცევად გამოდგება, ამავე დროს, ბავშვებისთვის დღის საინტერესოდ და პროდუქტიულად გატარებას უზრუნველყოფდა. შედეგად, შეიქმნა „ფაზი“, სათამაშოების ბრენდი, რომელიც დიდებს თუ პატარებს სთავაზობს: ფაზლებს, 3D ფაზლებს, კონსტრუქტორებს, ხის განმავითარებელ სათამაშოებსა და „გეიმებს“.

სოციალური ქსელით დაწყებულმა ბიზნესმა, განვითარების მოკლე პერიოდში, ონლაინ მაღაზია შექმნა, რომლის ასორტიმენტი მუდმივად განახლებადი და მრავალფეროვანია.

 

ბრენდის თავდაპირველი მიმართულება ფაზლები იყო და სახელწოდებაც მარტივად მოიფიქრეს, ლოგოზე და საკომუნიკაციო სტილზე კრეატიულმა სააგენტო „ბრენდითმა“ იმუშავა.

როგორც „ფაზში“ ამბობენ, მათი ბრენდი მომსახურებაზე და პროდუქციის ფართო ასორტიმენტზე აკეთებს აქცენტს.

„მნიშვნელოვანია, რომ „ონლაინ“ ბიზნესი მეტ პასუხისმგებლობას განიჭებს. საჭიროა, მუდმივ კონტაქტზე იყო მომხმარებელთან, დროულად უპასუხო და დააკვალიანო საჭირო მიმართულებით. ჩვენთან გაწერილი სამუშაო გრაფიკი არ არსებობს, ვმუშაობთ მაშინ, როცა მომხმარებელს ვჭირდებით. ვცდილობთ, მივიტანოთ პროდუქცია მაშინ, როცა მომხმარებელს სურს“.

სწორედ მომხმარებლის კმაყოფილებაზე მთავარი აქცენტის დასმით, „ფაზმა“ უკვე ბევრი ლოიალური კლიენტი შეიძინა და ამბიციური გეგმებით განაგრძობს განვითარებას.