მენიუ
კალათა

7 Wonders

7 Wonders

სამაგიდო თამაში 7 wonders

7 ვანდერში შენ ხარ ძველი მსოფლიოს 7 უდიდესი ქალაქიდან ერთ-ერთის ლიდერი. შეაგროვე რესურსები, განავითარე კომერციული მარშრუტები და დაამტკიცე შენი სამხედრო უპირატესობა. ააშენე შენი ქალაქი და აღმართე არქიტექტურული საოცრება, რომელიც გაუძლებს მომდევნო ხანებს. თამაში შედგება 3 ხანისაგან. თითოეულში პირველი მოთამაშე იღებს 7 კარტს შესაბამისი დასტიდან, ირჩევს მხოლოდ ერთს და დარჩენილ კარტებს გადასცემს მომდევნო მოთამაშეს, შემდეგ მომდევნო აირჩევს, დარჩენილ 5 კარტს კი გადასცემს მის გვერდით მჯდომს და ა.შ. ყველა მოთამაშე კარტს ერთდროულად ხსნის, საჭიროების შემთხვევაში იხდიან შესაბამის რესურსებს, ან აგროვებენ მათ, ან გარკვეული გეგმის მიხედვით ურთიერთქმედებენ მეტოქეებთან. მოთამაშეებს აქვთ ორმხრივი ინდივიდუალური დაფები სპეციფიური ძალებით, რომლებზეც შესაძლებელია კარტების შესაბამისი დაორგანიზება. შემდეგ ეტაპზე თითოეული მოთამაშე ირჩევს მომდევნო კარტს იგივე დასტიდან, რომელიც წინა მოთამაშისგან გადმოეცემა. პროცესი გრძელდება მანამ, სანამ ყოველი მათგანი არ დააგროვებს 6 კარტს ერთ პერიოდში. სამი პერიოდის შემდეგ თამაში მთავრდება.
საბოლოო ჯამში 7 ვონდერს გახლავთ კარტებით თამაში. ზოგიერთ ბარათს აქვს დაუყოვნებელი ეფექტი, ზოგიერთი კი გვაძლევს პრემიას, ან რაიმე სახის უპირატესობას თამაშის მომდევნო ეტაპებზე. მაგალითისთვის: ზოგიერთი მათგანი გვთავაზობს ფასდაკლებას მომდევნო შესყიდვებზე, ზოგი სამხედრო ძალას გვაძლევს მეზობლის დასაპყრობად, ზოგი მათგანი კი გამარჯვებისთვის დამატებით 1 ქულას გვჩუქნის. თითოეული კარტი აღებისთანავე თამაშდება, ასე რომ შენ გეცოდინება რომელი მეზობელი რა კარტს იღებს და რა გავლენა ექნება მის არჩევანს შენს თამაშზე. აუცილებელია, რომ შენს ორივე მეზობელს ადევნო თვალყური, ვინაიდან კარტები მოდიან მარჯვენა-მარცხენა მხრიდან 3 პერიოდის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ წინა გამოცემები გათვალისწინებული იყო 3-7 მოთამაშეზე, აღნიშნული ვერსიის თამაში 2 მოთამაშესაც შეუძლია.

მოთამაშეების რაოდენობა: 2-7

თამაშის ხანგრძლივობა: 30 წუთი

ასაკი: 10+

Board Game - 7 Wonder

შეაფასე პროდუქტი

  • მარაგი: არ არის მარაგში
  • მოდელი: A024
115.00 ₾