5 საინტერესო ფაქტი ფაზლის შესახებ
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და საინტერესო
გასართობი-ასე შეგვიძლია დავახასიათოთ თამაში, რომლის სახელიც ინგლისურიდან, როგორც
„თავსატეხი“ ისე ითარგმნება. ფაზლმა მთელი
მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის გული მოიგო. ის საინტერესოა, როგორც მცირეწლოვანებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის.
როგორც ამბობენ, ფაზლის ისტორია ორნახევარ საუკუნეს
ითვლის. ამ სტატიაში შევეცდებით ფაზლის შესახებ ყველაზე საინტერესო ფაქტები გაგაცნოთ.
მაშ ასე:
ფაქტი N 1
საინტერესოა იმის გაგება, თუ ვინ და როდის შექმნა
მსოფლიოში პირველი ფაზლი. თავსატეხების ისტორიის დაწყება კარტოგრაფ ჯონ სპილსბერგის
სახელს უკავშირება. ფაზლი თავდაპირველად არა
გართობას, არამედ განათლებას ემსახურებოდა.
მსოფლიოს გეოგრაფიული რუკა, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოსგან უნდა აგეწყო
მოსწავლეებისთვის საუკეთესო თვალსაჩინოებას წარმოადგენდა. სიახლემ სტუდენტების დიდი ინტერესი მალევე დაიმსახურა
და მისი გამოყენება საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფართოდ დაიწყეს. დიდი ხნის განმავლობაში
ფაზლებზე მხოლოდ რუკები იბეჭდებოდა, ხოლო ბაზისთის ხის ფუძე გამოიყენებოდა.
მე-19 საუკუნეში ბაზარზე მხატვრული ნახატების
ფაზლებიც გაჩნდა. ფასის გამო თავსატეხი მხოლოდ
მაღალი საზოგადოების წრეებში იყო გავრცელებული.
უკვე მე-20 საუკუნეში ამერიკაში, ძმებმა პარკერებმა გახსნეს ქარხანა და მუყაოს
საფუძველზე დამზადებული ფაზლების წარმოებაც დაიწყეს. ხელმისაწვდომი ფასის გამო ფაზლი
თითქმის ყველა ოჯახში გაჩნდა.
ფაქტი N 2
როგორც ვნახეთ, ფაზლი თავიდანვე საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოიყენებოდა.
თავსატეხის პოპულარობის შემდეგ გაჩნდა კითხვა, თუ რა გავლენას ახდენდა გონებაზე ფაზლით
დაინტერესება. თავსატეხების გადასაჭრელად საჭიროა
როგორც სისტემური მიდგომა, ისე ცდებისა და შეცდომების დაშვების მეთოდი. ეს ყველაფერი
ერთად კი გონებას სხვადასხვა გზით ავარჯიშებს.
დასრულებული ფაზლის წარმოსადგენად ასევე საჭიროა ფანტაზიის გამოყენება და წარმოდგენა,
თუ რა როლს ასრულებს თოთოეული ელემენტი მთლიან სურათში. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით,
უდავოა ის ფაქტი, რომ ფაზლი ადამიანის ინტელექტუარ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს
ასრულებს.
ფაქტი N 3
გონებრივ ვარჯიშთან ერთად ფაზლი სპორტული ინტერესის
სამიზნეც გახდა. რამდენიმე ადამიანისგან დაკომპლექტებული
ჯგუფები ერთმანეთს 500-1000 დეტალისგან შემდგარი
ფაზლების აწყობაში ეჯიბრებიან. ტურნის ფარგლებში მონაწილეებს შეუძლიათ რამდენიმე ფაზლზე
შეუჩერებლივ იმუშაონ. იცვლება სირთულის დონეებიც.
ხშირ შემთხვევაში მონაწილეებს თავსატეხის აწყობა სურათის გარეშეც უწევთ.
ფაქტი N 4
ამ დროისთვის ბაზარზე რამდენიმე სახეობის ფაზლი
არსებობს.მაგალითისთვის, კონტურული (ოვალური)
თავსატეხები - მსგავს ფაზლებს არასტანდარტული ფორმა აქვთ. ამ მიმართულებით ყველაზე
ხშირად კატის, ძაღლის ან სხვა ცხოველის ფაზლი გვხვდება.
3D ფაზლი - ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში მსგავსი
ტიპის თავსატეხების პოპულარობა გასაკვირი სულაც არ არის. ფაზლი შესრულებულია სამგაზომილებიანი
ფიგურის სახით.
სირთულეებისა და თავსატეხების მოყვარულებისთვის
კი მხოლოდ ერთფერიანი ფაზლებიც არსებობს.
ფაქტი N 5
მსოფლიოში ყველაზე დიდი ფაზლის წოდება ვაკანტური
არასდროს რჩება. უახლეს წარსულში ეს ტიტული
ამერიკული კომპანია „კოდაკის“ მიერ
წარმოებულმა ფაზლმა მოირგო. ყველაზე დიდი ასაწყობი
ფაზლი 51,300 ელემენტისგან შედგება და მსოფლიოს
27 საოცრებას ეძღვნება. თოთოეული ფოტო პროფესიონალი ფოტოგრაფის მიერ არის გადაღებული
და მაღალი რეზოლუციითაა დაბეჭდილი. თითოელი მათგანი 1900 ნაწილს შეიცავს. თავსატეხები
ერთ დიდ ყუთშია თავმოყრილი და მისი ზომა 8.69/1,9 მეტრია.
4 Comment(s)
PM Vishwakarma Yojana is a great step towards empowering local artisans and preserving traditional skills. These professions are part of our culture, and supporting them can also strengthen the local economy.
The Samagra Portal is a very useful initiative for citizens, especially for those who want to manage their family and personal details easily. Having everything available digitally makes the whole process much more convenient and transparent.
Ladli Behna Yojana seems like a positive step towards empowering women, especially those who depend on limited household income. Even small financial support can make a big difference.
I recently learned about ABC ID, and it seems like a very useful initiative for students. Having a single digital ID to manage academic records can make things much more organized and accessible.
Leave a Comment