მენიუ
კალათა

თიქეთ თუ რაიდ - ევროპა

თიქეთ თუ რაიდ - ევროპა
-17 %
თიქეთ თუ რაიდ - ევროპა
სამაგიდო თამაში - Ticket To Ride To europe
-თამაშს მიყავხართ ახალ სალიანდაგო თავგადასავალში მთელი ევროპის გადაღმა. ედინბურგიდან კონსტანტინოპოლამდე და ლისაბონიდან მოსკოვამდე, თქვენ მოინახულებთ ევროპის შესანიშნავ ქალაქებს. კლასიკური Ticket to Ride-ის მსგავსად, თამაში ინარჩუნებს თავის დამახასიათებელ სიმარტივეს, მისი სწავლა სულ რაღაც 5 წუთშია შესაძლებელი.ზედგამოჭრილია როგორც ოჯახებისთვის, ასევე გამოცდილი მოთამაშეებისთვის. Ticket to Ride: Europe არის სრული, ახალი თამაში და არ საჭიროებს კლასიკურ ვერსიას.
Ticked to Ride: Europe ახალ რუკასთან ერთად გვთავაზობს თამაშის ახალ ელემენტებს, მათ შორის ახალ გვირაბებს, ბორნებს და სადგურებს. ხოლო მთავარი მიზანი იგივე რჩება: შეაგროვეთ და გაათამაშეთ მატარებლის ბარათები, რათა დაალაგოთ ფიგურები დაფაზე, და დააკავშიროთ ბილეთებზე არსებული ქალაქები. ქულები მიიღება როგორც მატარებლების განთავსებით, ასევე ბილეთების დასრულებით, თუმცა დაუსრულებელი ბილეთების შემთხვევაში დაკარგავთ ქულებს.იმარჯვებს მოთამაშე, რომელსაც თამაშის ბოლოს ყველაზე მეტი ქულა ექნება.

მოთამაშეების რაოდენობა: 2-5
თამაშის სავარაუდო ხანგრძლივობა: 30-60 წთ
რეკომენდებული ასაკი: 8+
Board Game - Ticked to Ride: Europe 

შეაფასე პროდუქტი

  • მარაგი: მარაგშია
  • მოდელი: B0126
შეთავაზება დასრულდება:
დღე
საათი
წუთი
წამი
95.00 ₾
115.00 ₾